„ამ ჩანაწერებმა, უბრალოდ, დაადასტურა კომისიის დასკვნაში მოცემული ფაქტები, რომ ხელს აფარებდნენ კონკრეტულ მკვლელობაში ეჭვმიტანილს და რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სუბელიანის გამო. ამას აკეთებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, ყოფილი მთავარი პროკურორი და ა.შ. “,_აღნიშნული განცხადება დღეს გიგა ბოკერიამ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ შესაწირში ჩაგდებული თანხის შესახებ ინფორმაცია ჩანაწერებიდან შეიტყო.
ბოკერიას თქმით, ჩანაწერებმა ივანიშვილის გუნდის უპატივცემულო დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ უფრო თვალნათელი გახადა.
„ჩანაწერებმა უფრო თვალნათლივ და უფრო დიდი მასშტაბით გვაჩვენა ცინიზმის და იმ სრული უპატივცემულობის საზოგადოების მიმართ და ახალგაზრდის სიცოცხლის და მართლმსაჯულების მიმართ და კანონის უზენაესობის მიმართ, რომელიც ახასიათებს ივანიშვილის გუნდს. კორუფცია, ნეპოტიზმი, ორგანიზებული დანაშაული და მაფიისთვის დამახასიათებელი მმართველობის ფორმა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 28 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ უარი ამ ყველაფერს“,_განაცხადა გიგა ბოკერიამ.