ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა.
მან ფინალურ ორთაბრძოლაში ჩინელი ზივეი დენგი 6:0 დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.
მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა.