ბულგარელი ჟურნალისტის, ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Sabah ავრცელებს.
„დიახ, დამნაშავე ვარ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩავიდინე. ძალიან ვნანობ“,_ თქვა კრასიმიროვმა სასამართლოს წინაშე.
20 წლის სევერინ კრასიმიროვის თქმით, დანაშაული ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.
ამავე თემაზე:
ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიამ ბულგარეთს გადასცა