იტალიაში 31 წლის გიორგი ფერაძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ზღვამ გამორიყა. ახლობლები მომხდართან დაკავშირებით იტალიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
მათი თქმით, გიორგი ფერაძე იტალიაში სამუშაოს საძებნელად დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და გარდაცვლილს ოჯახის დახმარება სურდა. ისინი მთავრობას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ.
“ოჯახი მოხუცი ბებიის პენსიით არსებობს. მაღაზიაში რომ გადახვიდეთ, ნახავთ მარტო ნისია რამდენი აქვთ. ოჯახს ძალიან უჭირს. ბიჭმა აქ სამუშაო ვერ იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა. მარტო სახლს რომ შეხედოთ, სახლი დანგრევის პირასაა. უკიდურესად გაჭირვებულები არიან”, – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
გიორგი ფერაძე ბაღდათის მუნიციოალიტეტის სოფელ ვარციხეში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი 18 ოქტომბერს იპოვეს.
წყარო: “იმედინიუსი”