ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბმა “ბახმარომ” დღეს მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ჩვენებურებმა ხელვაჩაურის “მაჭახელა” დაამარცხეს.
თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. “ბახმაროელებმა” მაჭახელას კარი ხუთჯერ აიღეს და თავიანთი კარი საგულდაგულოდ დაიცვეს. შესაბამისად, თამაში “ბახმაროს” გამარჯვებით” 5:0 დასრულდა.
“მაჭახელას” კარში 2 გოლი ხვიჩა დიდიამ გაიტანა, 2 _ თემურ შარაშენიძემ, ხოლო 1 _ ალექსი ბენაშვილმა.
ამ ეტაპზე, ჩოხატაურის “ბახმარო” მესამე ლიგაში თამაშობს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.