‘’დღევანდელ ხელისუფლებას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე , დაუპირისპირდა არასამთავრობოებს, მედიას, ოპოზიციურ სპექტრს : – დავით ბაქრაძის კომენტარი კოპენჰაგენში თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით.
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით :_ ნაცვლად იმისა,რომ პასუხს სცემდეს სახელისუფლებო კორუფციის შესახებ კითხვას ქალბატონი წულუკიანი ეჩხუბება საჯაროდ არასამთავრობო სექტორს .ეს არის ის საქციელი ,რომელსაც მაგალითად ჩადის რუსეთის მთავრობის წევრი უცხოეთში,როდესაც მას აკრიტიკებენ სახელისუფლებო კორუფციაზე .
დღევანდელი ხელისუფლება მივიდა იქამდე, რომ მას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე ,რომ მას აღარ აქვს არგუმენტები საერთაშორისო კრიტიკის მოსაგერიებლად და მივიდა იქამდე, რომ დაუპირისპირდა არსამთავრობო სექტორს , სამოქალაქო საზოგადოებას,მთლიან ოპოზიციურ სპექტრს ,დაუპირისპირდა მედიას და ჟურნალისტებს. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, ამ ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა და 28 ოქტომბრის არჩევნები უნდა გამოვიყენოთ სწორედ იმისთვის ,რომ წერტილი დავუსვათ ხელისუფლებას და მასთან ერთად კორუფციას ,მასთან ერთად უიმედობას და ჭაობს ,რომელშიც დღეს ვართ და ქვეყანა მშვიდობიანად ყოველგავრი დაპირისპირების რევანშის გარეშე წავიყვანოთ წინ. – განაცხადა დავით ბაქრაძემ. (R)