ოზურგეთის რაიონული სასამართლომ “სოფლის ნობათის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დავაზე განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხებოდა ორ სამართალდამრღვევ ოქმს, რომელიც შპს “სოფლის ნობათის“ მიმართ იყო შედგენილი. მათგან ერთი ეხებოდა გარემოს დანაგვიანებას და მეორე კი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას.
მოსამართლე ნანა ჯოხაძემ პირველი ოქმი გააბითილა. შეგახსენებთ, რომ “სოფლის ნობათის“ თანამშრომელს ზაზა ჟორჟოლიანს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მდინარეში ნაგვის ჩაყრის გამო ედავებოდა. როგორც ჟორჟოლიანმა სასამართლო პროცესზე თქვა, პირველი ახსნა-განმარტება მან ზეწოლოს ქვეშ გააკეთა და ამის დეტალების შესახებ ისაუბრა.
რაც შეეხება მეორე ოქმს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, “სოფლის ნობათს“ 500 ლარის გადახდა დააკისრა. 500-ლარიანი ჯარიმა ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას იმისთვის დაუწერა, რომ მათ ხელი არ მოაწერეს დასუფთავების სამსახურის მიერ შეთავაზებულ კაბალურ ხელშეკრულებას. “სოფლის ნობათის“ იურისტის გიორგი ხუროშვილის თქმით, ისინი მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.