ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარადმჭერებს ვანში შეხვდა. უმუშევრობის, უპერსპექტივობის, მძიმე სოციალურ ფონის გარდა მოსახლეობა, სოციუალურად დაუცველის სტატუსის მოხსნაზე ამახვილებს ყურადღებას. პრობლემების განხილვის და მათი გადაჭრის გზების მოძებნის გარდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით : – ‘’საპრეზიდენტო არჩევნები არჩევნები არის შესაძლებლობა წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ჩემი ამოცანაა დავარწმუნო საზოგადოება ,რომ შესაძლებელია ქვეყნის წინსვლა, შესაძლებელია პრობლემების მოგვარება და ეს ყველაფერი გაკეთდება ყოველგვარი დაპირისპირების , ძალადობის და შურისძიების გარეშე . ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ქვეყანა , ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდობიანად შევცვალოთ ქვეყანა და გამოვიდეთ იმ მუდმივი ორ პარტიული დაპირისპირების ჯადოსნური წრიდან , რომელიც ქვეყანა შევიდა ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ არჩევნები უნდა იყოს წინ მიმავალი გზა, ეს არის სწორი არჩევანი და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება 28 ოქტომბერს ,მართალც აირჩევს გზას ,რომელიც დაპირისპირების და აგრესიის გარეშე ყველას წაგვიყვანს წინ საიმედო ხვალინდელი დღისთვის’’, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. (R)