ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ზესტაფონში მხარდამჭერებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ის პრიორიტეტები გააცნო რომელიც პენსიის და სოციალური დახმარების ზრდას, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ლეგალურ დასაქმებას, საპრეზიდენტო ფონდიდან სტუდენტების სწავლის დაფინანსებას და ინვესტიციების მოზიდვას ეხება. დავით ბაქრაძემ რთულ პოლიტიკურ ვითარზებაზე და არჩევნების აუცილებლობაზეც ისაუბრა. დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მისვლა და არჩევანის გაკეთება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღისთვის.
„განწყობა არის ძალიან კარგი, მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი, მოლოდინი არის ძალიან მაღალი, საზოგადოებას ყველგან უნდა ცვლილლება, ყველგან უნდა ამ ჭაობიდან და უძრაობიდან ამოსვლა რომელშიც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ და ამიტომ ჩვენი ამოცანაა მკაფიოდ ვთქვათ: შევცვლით ხელისუფლებას, მოვიგებთ არჩევნებს და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი დაპირისპირების, რევანშის და შურისძიების გარეშე. საქართველო უნდა წავიდეს წინ, ხალხმა უნდა იცხოვროს უკეთ და ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ხვალინდელი საიმედო დღე.“– განაცხადა დავით ბაქრაძემ. (R)