,,ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანია „რუსთავი“-ზე საუბრით დაიწყო.
ივანიშვილმა ტეaლეკომპანია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ელემენტარულ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ივანიშვილმა ჟურნალისტები სიცრუის ტირაჟირებაში პირდაპირ დაადანაშაულა.
პარტიის ლიდერმა ,,რუსთავი 2“-ის ეთერში ,,ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ქონების გაშუქებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიას სიცრუის ტყვეობაში ჰყავს მაყურებელი.