REUTERS-ის ცნობით, თურქეთის პრეზდენტი საუდის არაბეთს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანების გამცემის დასახელებას სთხოვს.
„ვინ გასცა ხაშოგის მკვლელობის ბრძანება? ვინ უბრძანა 15 ადამიანს თურქეთში ჩამოსვლა?“, _აღნიშნული კითხვებით თურქეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს მიმართავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთს ასევე დაღუპული ჟურნალისტის ცხედრის ადგილმდებარეობის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს აღნიშნულ საქმეზე ვიდრე ის გასაჯაროებულია.
შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-ის ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, რის შემდეგაც, გაუჩინარდა.
საუდის არაბეთი რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ დუმდა, თუმცა, შემდეგ განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა წინასწარ განზრახული იყო.
მომხდარმა მსოფლიო წამყვანი ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია.