“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა სარალიძისდაკავების ფაქტს ეხმაურება. დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაზე შეტევა და მისი დისკრედიტირება. „ევროპული საქართველო“ ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ბაქრაძის განცხადებით, სარალიძემ ზუსტად იცის, მათ შორის საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგად, ვინ მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში და უკვე ერთი წელია, შვილის მკვლელების დასჯას უშედეგოდ ითხოვს.
„ეს ადამიანი გახლავთ სისტემური უსამართლობის მსხვერპლი. ეს ადამიანი გახლავთ მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხელს აფარებს მისი შვილის მკვლელებს. ეს ადამიანი 5 თეა, მათ შორის ამ წვიმასა და სიცივეში დგას ქუჩაში და ეძებს სიმართლეს და საკუთარი შვილის მკვლელების დასჯას, ამიტომ მისი პროვოცირება და მასზე შეტევა, მისი დისკრედიტირება, თუნდაც იმის გამო, რაც ნებისმიერი სხვა პიროვნების მხრიდან იქნებოდა მიუღებელი, მე მიმაჩნია მიუღებლად. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ზაზა სარალიძე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.