ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ მისი მომხრეები თბილისში, პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ.
„იმოქმედე დღეს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს!
ზაზა სარალიძეს 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩვენი უმოქმედობა ახლა ძალადობრივი და უსამართლო სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე, საქართველოს რიგით, დაუცველ, წესიერ მოქალაქეებზე.
ნუ დავტოვებთ ზაზა სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე!
ნუ იქნება სულ ერთი!
მოდი დღეს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან და დაუჭირე მხარი მამას, რომელიც სისტემის უსამართლობის და არაადამიანურობის მსხვერპლი გახდა“,_წერია სოციალურ ქსელში შექმნილი ღონისძიების ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძესა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა, სარალიძემ სამართალდამცავებს ჯოხით სცემა, რის შემდეგაც დააკავეს.
თუმცა, მოგვიანებით ცუდად გახდა და ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.