ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ, გვიან ღამით, კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ომეგა ჯგუფის დამფუძნენლის, ზაზა ოქუაშვილის, მიერ დაანონსებული საგანგებო ბრიფინგი, რომლის ტექნიკური მიზეზებით ჯერ 2-ჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა.
ომეგა ჯგუფის გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი, აცხადებს, რომ ტელეკომპანია იბერიას გახსნაც დგას დღის წესრიგში, თუმცა, მისივე თქმით, ამას დრო სჭირდება.
ამასთან, ის რუსთავი2-თან საუბრისას ამბობს, რომ ოქუაშვილის ბრიფინგის გადადება-გაუქმება ომეგასთვის აქციზების გადაცემას არ უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.
rustavi2.ge