არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “გურია ნიუსმა” პოლიტიკური პარტიების ოფისები მოინახულა. “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან მისულებს, შტაბიდან გამომავალი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, “ნაციონალების” ყოფილი “ზონდერი” შეგხვდა _ ახალგაზრდა, რომელიც 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო _ ზეწოლას ახდენდა იმ ადამიანებზე, რომლებიც მაშინ ოპოზიციას უჭერდნენ მხარს; დაგვდევდა ჟურნალისტებს; არ გვაძლევდა თავისუფლად მუშაობის საშუალებას.
ეს ადამიანი ე.წ.ფსევდო “ინფო 9”-ის ჯგუფს დაყვებოდა და “გურია ნიუსის” რედაქციის წინ, ჟურნალისტების და “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფებსაც არ ერიდებოდა.
იგი ჩოხატაურელია და სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობს. კადრები, რომლებიც მისი მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” გულანთებულ სიყვარულს ასახავს, ჩვენს არქივში მრავლად მოიძებნება.
უფრო მეტიც, 2012 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს, მაშინ როცა მოქალაქეები და ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილებას ვერ ვახერხებდით, ეს ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო მაისურით შენობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა.
თუმცა, მისი მხრიდან 2012 წელს ჩადენილ უამრავ უკანონობას, დევნას და შეურაცხყოფას ხელი არ შეუშლია “ქართული ოცნებისთვის”, რომ გვერდით დაეყენებინა.
აღსანიშნავია, რომ იგი ერთადერთი არ არის, რომელიც 2012 წელს “ქართულ ოცნების” მხარდამჭერების დევნით იყო დაკავებული და დღეს მმართველ გუნდს უჭერს მხარს _ ჩოხატაურში, სამსახურის უფროსებად, გამგებლის წარმომადგენლებად, ა(აა)იპ-ების ხელმძღვანელებად. საკრებულოში საფინანსო კომისიის თავმჯდომარედაც კი ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წელს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მუშაობდნენ; არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ და იმდროინდელი ხელისუფლების წევრებს დითირამბებს საჯაროდ უმღეროდნენ.
ამავე თემაზე: იყო “ნაცი”, გახდა “ქოცი”ანუ საჯარო მოხელის სახე სამი თითის კომბინაციით
ერთი და იგივე კადრები 4-წლიანი შუალედით _ იყო “ნაცი”, გახდა “ქოცი” (ვიდეო)
მედროვენი მედროშედ _ ყოფილი “ნაციონალები” “ოცნების” ყრილობაზე “საექსკურსიოდ” გაემგზავრნენ (ვიდეო)
“ნაციონალების” აქტიური მხარდამჭერი “ოცნების” მხარდასაჭერად საარჩევნო უბანზე