საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი.
გარდა ამისა, პროცესს მონიტორინგს უწევს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58-ი საერთაშორისო ორგანიზაციის, დაახლოებით, 1 100-ი საერთაშორისო დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს 125-ი მედია ორგანიზაციის, 2 000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს – აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.