https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უნივერსიტეტიდან ფრონტის ხაზზე _ 96 წლის პედაგოგის ცხოვრების დეტალები

5:10; 31.10.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრები ასინეთ ჩხიკვაძე-ზარბაზოია 50 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. როგორც მისი მონათხრობიდან ჩანს, საკმაოდ მკაცრი, თუმცა, სამართლიანი მასწავლებელი გახლდათ.  ქალბატონი ასინეთი 96 წლისაა. იგი “გურია ნიუსთან” თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობს და დეტალურად იხსენებს ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ ომს კაცობრიობის ისტორიაში, რომლის უშუალო მონაწილე თავად იყო. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, უნივერსიტეტის აუდიტორიიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე მოხვდა.

 _ 1940 წელს დავამთავრე ჩოხატაურის საშუალო სკოლა, იმავე წელს მოვეწყვე ბათუმის ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. კონკურსი იყო  და 7 საგანი უნდა ჩაგვებარებინა. 34 ქულა დავაგროვე, რუსულში მივიღე  მხოლოდ 4 ქულა. მათემატიკის წერისას გამომცდელი მედგა თავზე. მე სოფლიდან ჩასული  გოგო ვიყავი, ჩოხატაურს იქით ნამყოფი არ ვყოფილვარ. უცებ ჩემს ფანქარს წვერი წატყდა და გამომცდელმა თავისი ფანქარი მომცა. ავწიე თავი და ბატონო, თქვენს ფანქარს კაი ფეხი თუ აქვს-მეთქი, _ ვუთხარი, გოგონა ფეხი კი არა, თავი უნდა ახლა მაგას, თავიო, _ მითხრა მან.

 ჩავირიცხე, ხუთოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგი სტუდენტი ვიყავი. 1941 წელში ომი როცა გამოცხადდა, ბათუმის პირველობის შეჯიბრი იყო. ინსტიტუტიდან პირველობა ავიღე 500-მეტრიან გადარბენაში, ხოდა იქ მოვისმინეთ ომის დაწყების ამბავიც. ჩვენგან თითქმის ყველა ბიჭი  ომში გაიწვიეს და დავრჩით უმეტესად გოგონები.

1942 წლის 1 აპრილს ლექციებიდან წაგვიყვანეს, გაგვატარეს კომისია, მამაჩემი ფრონტზე იყო, ძმები პატარები მყავდა, უფროსი შვილი მე იყავი. მამაჩემი იწერებოდა, ბედნიერი კაცი ვარ, რომ ბიჭებს ფრონტი არ მოუწევთო, რას იფიქრებდა, თუ მე მელოდა ეს ყველაფერი. გამომიძახეს და 5 აპრილს მზად უნდა ვყოფილიყავი გასაწვევად. დედაჩემი იყო ჩამოსული ჩემთან, მე კომისიასთან შეხვედრაზე ვიყავი, საბუთების მოცემასაც დააგვიანდა და 12 საათსაც გადაცდა ამასობაში. ქალიშვილი ასეთ დროს ქალაქში გარეთ არ მოეწონა დედაჩემს, სახლში როცა მივედი ვუთხარი, რომ მეორე დღეს ფრონტზე მივდიოდი. მოიკლა თავი, მაგრამ რაღას იზამდა…

5 აპრილს გაგვიწვიეს, მახინჯაურში იდგა ჩვენი ნაწილი ბანაკად. ჩემი მოვალეობა გახლდათ თვითმფრინავების გამოცნობა, ამიტომ გერმანული თვითმფრინავების აღწერილობა შევისწავლეთ ძალიან კარგად _ არცერთი თვითმფრინავი არ შემოგვპარვია. ადრე გავიგებდით და ვიძახებდით, ტელეფონი დაკავებული გვქონდა სულ. ამის შემდეგ გამაგზავნეს ბაღდათში. სახლში დაუბარებიათ ჩემებთან ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ და უთქვამთ, თუ გინდათ, ნახეთ, ჩადითო. წამოსულა დედა და მამა. მე იმავე დღეს ლენტეხში გამაგზავნეს. მშობლები რომ მივიდნენ, იქ მეძებეს აღწერილობით და შერჩათ ხელში სხვა გოგონა _ ზინა ჯიბუტი. მე ლენტეხში ვიყავი უკვე. საქართველოში ვიყავით 1944 წლის მაისამდე. მერე შეგვკრიბეს პოსტებიდან და წავედით ფრონტზე.

ქალბატონი ასინეთი ემოციურად იხსენებს ფრონტის ხაზზე ძმასავით შეზრდილ ბიძაშვილთან შეხვედრას.

_ შინელი დახვეული კისერზე გვქონდა გადადებული, ტელეფონი საველე აპარატების ყუთებივით იყო, ტანსაცმელი ზურგზე მოკიდებული, მხარზე კალაშნიკოვის ტიპის შაშხანები და ამ ყველაფერს თან ერთვოდა 45 გრადუსი სიცხე. ოდესის ოლქი დანგრეული იყო, განსაკუთრებით ებრაელების დასახლება. ღამეს მინდორში ვათევდით და საღამოობით ქართულად ვლაპარაკობდით გოგონები. ბიძაშვილი მყავდა, ერთად ვიყავით გაზრდილი.  ტყუილები უყვარდა და “ტარაბუხას” ვეძახდი. ერთ საღამოს ასე ვსაუბრობთ, ამ დროს ჰოსპიტალიდან ვიღაცამ დაგვიძახა _ “გოგოებო, ქართველები ხართ”? _ ვიცანი ხმაზე… შენ ტარაბუხა რა გინდა აქ-მეთქი, თურმე, დაჭრილი ყოფილა. ჩვენი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, სანამ 50 მანეთი არ მომცა, არ მოისვენა. ცოტა ხანში სახლში გამოაგზავნეს.

ოდესის იმ ოლქში, სადაც ჩვენ ვიყავით, წყალი არ იყო, ჭაში გერმანელებს ძაღლები ჰყავდათ ჩაყრილი. მივდიოდით, არ ვჩერდებოდით, ღამე მინდორში გვეძინა. მდინარე სირეტი ჩამოდის ბესარაბიაში.  მივადექით ღამე ამ მდინარეს. წყალი რომ დავინახეთ, რა იყო არ დავკვირვებივართ, ისე დავიწყეთ დალევა. არ ჰქონდა სასიამოვნო გემო, მაგრამ მაინც წყალი იყო და ვსვამდით. რომ გათენდა დავინახეთ, სულ მკვდრებით იყო მდინარე სავსე, იერიშით აეღოთ ქალაქი. ეს რომ მოხდა, 19 წლის ვიყავი, ახლა 96 წლის ვარ და ამ ამბის მერე წყალს ძალიან იშვიათად თუ დავლევ, ისე იმოქმედა ჩემზე.

ომის დასრულების შემდეგ, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, ემზადებოდა დაბრუნებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

_ ომი დამთავრდა 1945 წლის მაისში. სექტემბერში დემობილიზაცია გაგვიკეთეს ქალაქ პლოესტში (ნავთობის ქალაქი), როსტოვამდე გამოვედით. მოგვცეს ტალონები სურსათისთვის, გზაში გვითხრეს, რომ ჯერ კიდევ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი, წითელარმიელების მოწამლვა სურდათ. დაგვირიგეს პური და ნიორი, თან გაგვაფრთხილეს, რომ არსად ჩამოვსულიყავით. როსტოვში ჩავედით და წავედით ბაქოსკენ. ბაქოში 2 ვედრო მარილი ავიღე 1 კუპონის ფასად, ახალი ფეხსაცმელი, კაბები, საჩუქრები მოგვცეს და ისე გამოგვისტუმრეს ჯარიდან თბილისში ჩამოვედით ნავთლუღში, დამხვედრმა ბიჭებმა აგვიგდეს სასაცილოდ ამისთვის იბრძოლეთ ფრონტზე, რომ ეს წამოგეღოთო?

ომიდან რომ ვბრუნდებოდით მეუბნებოდნენ, შენ რა უნდა გააკეთო ახლაო. ვფიქრობდი, როგორ ჩამოვრჩე ახლა ვინმეს-მეთქი. თავიდან ჩავაბარე  ბათუმის ინსტიტუტში, 1953  წელში დავამთავრე, ამ დროს უკვე 3 შვილი მყავდა. 5-დიპლომიანს მეძახდნენ ხუმრობით. მათემატიკური დავამთავრე და დიპლომი მომცეს ფიზიკოსის. იმ ამხანაგებს, რომლებიც ჩემს გეგმებს აბუჩად იგდებდნენ, უმაღლესი არცერთს დაუმთავრებია. მე ინტერესი მქონდა ყველაფრის. გრიშა კალანდაძე იყო განათლების განყოფილების გამგე, რომელსაც ვთხოვე, მოზრდილთა სკოლაში ჩემთვის საათები მოეცა. 5 სკოლაში მათემატიკის საათები მომცეს და საჭამიასერში გამომიშვეს. ამ სოფელზე კარგი წარმოდგენა მქონდა. წამოვედი, დედაჩემი გამომყვა, სამხედრო ფორმაში ვიყავი გამოწყობილი. მამია გოგიტაძე იყო სკოლის დირექტორი, მე ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი და მოსწავლედ ჩამთვალეს. ამ დროს ვუთხარი თქვენთან მასწავლებლად დამნიშნეს-მეთქი. მე-6 კლასში გამიშვეს გაკვეთილზე. დიდი ხანი წიგნიც არ მქონდა ხელში ანაღები და ცოტა შევშინდი. სასწავლო ნაწილმა ბავშვებს წარუდგინა ჩემი თავი. ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. სია ამოვიკითხე, ბავშვებს ვუთხარი, 1 კვირაც არაა, რაც ფრონტიდან დავბრუნდი და ამჯერად გაკვეთილს არ ავხსნი, ისე ვისაუბროთ-მეთქი. ამ დროს ბავშვებმა დაიწყეს ყვირილი _ მასწავლებელო მამაჩემი თუ ნახე, ჩემი ძმა თუ ნახე… ვისაუბრე ბავშვებთან.  მას შემდეგ 50 წელი ვიყავი მასწავლებელი.

ქალბატონი ასინეთის ყოველდღიურობა წიგნების კითხვითა და შვილთაშვილების აღზრდით შემოიფარგლება. ის აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობას, ზოგჯერ ხელმეორედაც კითხულობს უკვე წაკითხულ წიგნებს. ქალბატონ ასინეთს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს, რომლებითაც ძალიან ბედნიერია და ამაყობს.

_ კითხვა მიყვარს. ზოგადი უნარების ამოცანების ამოხსნა მიყვარს ძალიან, რომ ამოვხსნი, პასუხს ვნახავ და ჩემსას რომ დაემთხვევა, ძალიან მიხარია. არცერთი არ დამრჩენია თითქმის, ყველა ამოვხსენი. ვკითხულობ, ზოგჯერ განმეორებითაც, ახალგაზრდობაში წაკითხულს. “რობინზონ კრუზო” მიყვარს და მერამდენედ წავიკითხე უკვე. ახლა ვკითხულობ ოსტროვსკის ნაწარმოებს _ “როგორ იწრთვებოდა ფოლადი”. თუ არ ვიკითხე, მთელი დღე ვზივარ, რა უნდა გავაკეთო. გონებრივი სამუშაოს მეტი არაფრის კეთება შემიძლია, თუმცა, ჯანმრთელობით ძალიან კარგად ვარ, მხოლოდ ფეხები მაწუხებს და სმენის პრობლემა მაქვს.

სახლშიც მყავს შვილთაშვილები, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები არიან. მეზობლის ბავშვებსაც ვამეცადინებ. ტყუილად ყოფნას ნამდვილად სჯობია.

ჩვენი რესპონდენტი ამაყობს მის მიერ აღზრდილი მოსწავლეებით.

_ ჩემი მოსწავლეები იყვნენ ანტონ ხუნდაძე, ალეკო კვინტრაძე, მათი კლასის ხელმძღვანელი ვიყავი 6 წელი. მე-4 კლასიდან საშუალო დავამთავრებინე. საქართველოში თუკი რამე შესანიშნავი ადგილი იყო, ყველგან ვართ ნამყოფი. თავიდან ბოლომდე სიით მახსოვს ყველა, ვისაც კი ვასწავლიდი. ამჟამად რაიონში ესენი არიან, პროფესორიც გახდა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე.

ჩემი შვილის მასწავლებელიც ვიყავი. თემას რომ ვაწერინებდი, არაფრით არ ვამეცადინებდი. ბავშვები “შავ დღეს ათენებდნენ”, რა დედაა, შენ რომ თემას არ გაძლევსო. არასოდეს ვეტყოდი. სულ ვუმეორებდი _ მე ვარ შენი დედა, მაგრამ იმათ დედა მასწავლებლები ხომ არ ჰყავთ და ამიტომ ყველამ ერთნაირად უნდა იმუშაოთ, სამართლიანად.

90 წელში პენსიაში გავედი და იცით რატომ? ქუთაისიდან მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი. მოგვდგა და კომუნისტების პერიოდის ადამიანები ძალიან ცუდად მოგვიხსენია სულ დავკარგე წარმოდგენა. იმის შემდეგ არ მიმუშავია. ამავდროულად შვილმა მთხოვა დახმარება. მე სამსახურის გამო არ შემეძლო, მაგრამ დავფიქრდი და გავიაზრე _ რა დედა ვიქნებოდი, როცა შვილს უჭირს და მე ვერ დავეხმარებოდი, წამოვიყვანე შვილიშვილი აღსაზრდელად ჩემთან 3 თვით. ჩემმა ქმარმაც სამუშაოს თავი დაანება. ცოტა რომ წამოიზარდა, შევისვამდი კისერში და წავიყვანდი სკოლაში. 3 კილომეტრია სკოლა აქედან. ასე გავზარდე, ახლა თვითონ მივლის, თან მყვება.

ქალბატონი ასინეთი მიიჩნევს, რომ ცხოვრება შინაარსიანად გაატარა და კითხვაზე _ რაიმეს შეცვლა რომ შეეძლოს, რას შეცვლიდა, გვპასუხობს, რომ არაფერს შეცვლიდა და სიამაყით ამბობს, რომ ვალმოხდილია, როგორც ქვეყნის, ასევე, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე.

_ ცხოვრება ძალიან შინაარსიანად გავატარე, შრომაში საზოგადოებრივ დავალებას ვასრულებდი ყოველთვის. 1956 წლიდან 1987 წლამდე პარტორგანიზაციის მდივანი ვიყავი. 1946 წელში გავთხოვდი, 1947 წლიდან ოჯახში ვიყავი და სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდით. მაგალითად, აბრეშუმის პარკის მოვლა მიყვარდა, იმიტომ, რომ ვაბარებდით, იმ თანხით კი ტანსაცმელს და სხვა ნივთებს ვყიდულობდით. მეუღლე მყავდა ძალიან კარგი ადამიანი. 60 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ერთი ცუდი ნათქვამი არ მახსოვს ერთმანეთისადმი. ყველა საქმეს ერთად ვაკეთებდით. 1952 წელში მეზობელისგან ვიყიდეთ სახლი, კედელი იყო მხოლოდ. ძმები ჯარში ყავდა, დედა და მამა მოხუცებულები, ვინ უნდა ამოდგომოდა მხარში თუ არა მე. მივდიოდით ტყეში, მოვხერხავდით, წამოვიღებდით მასალას სახლში. ერთად ვაშენეთ ყველაფერი.

ასე გავატარე ჩემი ცხოვრება, რომელიც უშინაარსო ნამდვილად არ ყოფილა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

„განგრეულ კაიფშია“ პირი, საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას, რატომ ისჯება?" _ მინისტრის მოადგილე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე: დარჩით სახლში, ან წადით და გადახაზეთ ორივე კანდიდატი

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო