საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის გაღიზიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო ინსტიტუტი ოპოზიციას უნდა გადააბაროს.
„ქართული ოცნების“ წევრმა კარლო კოპალიანმა სამადაშვილი მწვავედ გააკრიტიკა, რის შემდეგ სამადაშვილმა მას კითხვით მიმართა: „ვინ ბრძანდებით, სახელი და გვარი გაქვთ?“, _ მიმართა სამადაშვილმა.
ამ დროისთვის პარლამენტში დაპირისპირება განმუხტულია.