ფსიქოლოგები გამოყოფენ იმ ქალის 5 მახასიათებელს, რომელიც ნამდვილი სიყვარულის პოვნას ახერხებს.
1. ის კარგად იცნობს საკუთარ თავს – ქალი, რომელმაც იცის, როგორ იპოვოს სიყვარული, შესანიშნავად იცნობს საკუთარ თავს. მან იცის საკუთარი ძალისა და სისუსტის შესახებ. არ არის მიჯაჭვული წარსულზე და რა აძლევს მას მომავლის დანგრევის საშუალებას. ამ ქალმა იცის, თუ რა სურს სინამდვილეში. იცის, როგორი მამაკაცი უნდა გვერდით, როგორი მამაკაცი შეეფერება, ვინ იქნება მისთვის საუკეთესო.
2. თავდაჯერებულია – ზოგადად, ცხოვრებაში საკუთარი თავის რწმენა უმნიშვნელოვანესია. ქალს თავდაჯერებულობა სასიყვარულო ურთიერთობაშიც ეხმარება
3. ქალი, რომელიც მოხერხებული და მოქნილია კომუნიკაციის დროს – კომუნიკაციის უნარი უმნიშვნელოვანესია. ქალმა, რომელმაც იცის როდის, რა უნდა თქვას და როგორ მოიქცეს, რომელიც არ კომპლექსდება ურთიერთობების დროს, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, ყოველთვის წარმატებულია სასიყვარულო ურთიერთობაში. ამავდროულად, მას შეუძლია იყოს კარგი მსმენელი, თვითონაც საუბრობს და სხვების აზრსაც ისმენს, ცდილობს გასცეს რჩევები.
4. ქალი, რომელსაც აქვს იუმორის გრძნობა – იუმორი მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში ეს ყველაზე საჭირო რამაა და ადამიანის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი გახლავთ. ცხოვრება რთულია და თუ ქალს შეუძლია გამოწვევებს, სირთულეებს, ღიმილით შეხვდეს, ის უფრო მარტივად პოულობს ნამდვილ სიყვარულს.
5. ქალი, რომელიც შეუპოვარი და გამბედავია – ნამდვილი სიყვარულის პოვნის გასაღები სწორედ გამბედაობაა. სწორედ გამბედაობა გაძლევთ საშუალებას, რომ მიიღოთ ცხოვრებისგან ის, რაც ნამდვილად გსურთ. ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ არასოდეს დანებდეთ და ყველაფერი გააკეთოთ სასურველის მისაღებად.