რუსეთი უკრაინას კონტრ სანქციებს უწესებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სანქციების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ასობით უკრაინელ პოლიტიკოსს და ბიზნესმენს აქტივები გაეყინათ, დაზარალებულებს შორის პეტრო პოროშენკოს ვაჟი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკოც არიან.