რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „Health” გამოაქვეყნა იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას, რათა წინასწარ თავი დააღწიოს სხვადასხვა დაავადებების მოძალებას. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გრიპი და სხვა სნეულებები ადამიანს თავს განსაკუთრებით ხშირად ახსენებს.
1. მეტი ნიორი
ნიორი ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს და ვირუსებსა და გაციებას ებრძვის. ნივრის ყოველდღიური მოხმარება საშუალებას მოგცემთ, ცივი ზამთარი გაციების გარეშე გაატაროთ, ამასთანავე, პროდუქტი სიმსივნის თავიდან აცილებასა გულის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
2. პოზიტივი
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომელთაც გარემოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, დიდი რაოდენობით ანტისხეულებს გამოიმუშავებენ, რაც იმუნურ სისტემას აძლიერებს.
3. ჯანსაღი კვება
სხეულზე ზემოქმედებას თავად ვახდენთ, ამიტომ ჯანსაღად კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ესაა. “არ შეიძლება რაციონიდან ნატურალური და მრავალფეროვანი პროდუქტის გამორიცხვა”.
4. ჯინჯერი
ათწლეულებია, ჯინჯერს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მკვლევარების თქმით, ჯინჯერი საჭმლის მომნელებული სისტემის სტიმულირებას ახდენს და მას მოქმედებაში ეხმარება.
5. დაიბანეთ ხელები
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და კარგი, რაც ინფექციისგან დაგიცავთ, ხელების ხშირად დაბანაა. ნუ დაიზარებთ, დაიბანეთ ხელები იმდენჯერ, რამდენჯერაც საშუალება გექნებათ.
6. ვიტამინ C
ციტრუსები დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს შეიცავს. შესაბამისად, ლიმონი, მანდარინი და ფორთოხალი გაციებასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.