ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ავსტრალიაში 68 წლის გრეჰემ მორანტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 56 წლის ჯენიფერ მორანტის ცხედარი საკუთარ ავტომობილში 2014 წელს, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან აღმოაჩინეს.
გავრცელებული ცნობით, ქალს დეპრესია ჰქონდა, თუმცა, ავად არ იყო.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ქმარი ცოლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ეუბნებოდა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვევის თანხას, 1 მილიონ დოლარს მიიღებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მიღებული თანხით რელიგიური გაერთიანების დაფუძნებას გეგმავდა.
გარდაცვლილის მეუღლე თავს დამნაშავედ არ აღიარებს.