ავტობუსის ხიდიდან მდინარეში გადავარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთში 28 ოქტომბერს მოხდა.
როგორც ხიდზე დამონტაჟებულ ვიდეო კამერამ დააფიქსირა, ხიდიდან გადავარდნამდე ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი ქალი და მძღოლი ჩხუბობდნენ.
ქალი მძღოლს მობილური ტელეფონით სცემდა, მძღოლი კი მარჯვენა ხელით ეპასუხებოდა, შემდეგ კი მოულოდნელად საჭე მარცხნივ დაატრიალა, მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ხაზზე გადავიდა, ხიდის მოაჯირს დაეჯახა და მდინარეში ჩავარდა.
როგორც ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კანონი მძღოლმაც და მგზავრმაც დაარღვიეს.