ახალი კალედონია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება. აღნიშნულ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
1853 წელს საფრანგეთმა ახალი კალედონია თავის კოლონიად გამოაცხადა. 1980-1990-იან წლებში დაიწყო მასიური გამოსვლები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა კუნძულის დამოუკიდებლობას ითხოვდა.
1987 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა, შედეგი უარყოფით იყო.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 69-75% დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცემს ხმას.
ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი კვირას უნდა ჩატარდეს და მასში 174 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.