7 ნოემბერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის საელჩო საქართველოში სოციალური კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ მეორე ფაზას ოზურგეთში წარადგენენ. რეგიონული აქტივობების ფარგლებში ოზურგეთის სოციალურ კაფეში „8+1“, 11:00 საათზე გაიხსნება თანამონაწილეობითი პერფორმანსი-ინსტალაცია. გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს, გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის ხელმძღვანელი, მაკა მეშველიანი.
ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ კრეატიულ ინტერაქციულ ექსპოზიციაში, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების უხილავ ბარიერებს წარმოაჩენს.
ასევე, გაიმართება დისკუსია ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების გზაზე არსებული უხილავი ბარიერების შესახებ. დისკუსიის მოწვეული სტუმარები არიან, თათია სამხარაძე და ციცინო შენგელია, რომლებიც ისაუბრებენ ქალების კარიერული განვითარების გამოწვევებზე.