ნინო გოგუაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მობილიზებულია, რომ ამომრჩეველთან სწორი და აქტიური კომუნიკაცია იყოს.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესია მეორე ტური, როდესაც პირველი ტურის შედეგებმა მმართველ ძალასაც და პოლიტიკურ სპექტრს მისცა გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა და ვფიქრობთ, მთელი გუნდი მობილიზებულია იმისთვის რომ ახლა უფრო სწორი კომუნიკაცია იყოს ამომრჩეველთან. უფრო აქტიური იყოს თითოეული მაჟორიტარი, პარლამენტი წევრი, რომ საზოგადოებას ვლაპარაკობთ იმ საჭიროებების შესახებ, რაზეც მივიღეთ მათი გზავნილი”_ განაცხადა მან.
ნინო გოგუაძე არ ასახელებს ვინ მოიაზრებიან ე.წ. ქართული ოცნების ძველი გვარდიაში, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე თავის ხედვას ამბობს. “ვინ არის ეს ძველი გვარდია ამასთან დაკავშირებით არაერთი შეფასება გაკეთდა. მე გეტყვით მე როგორ გავიგე ეს განცხადება. არიან ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების სულისჩამდგმელები იყვნენ, ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომლებიც 2011-2012 წლებში, ამ მძიმე პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელისუფლების შეცვლაში და შემდეგ ეს ადამიანები სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ჩამოშორდნენ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. მე სწორედ ეს ადამიანები დავინახე”_განაცხადა გოგუაძემ.