ამ წუთებში ქართული ოიცნების ოფისთან ნუკრი ქანთარია იმყოფება. ქანთარიას თქმით, “ქართულ ოცნებას” არავისთვის შეუთავაზებია პარტიაში დაბრუნება და “ქართულ ოცნებასთან” მოსალაპარაკებმად ის ადამიანები მიდიან საკუთარი ინიციატივით, ვისაც გული შესტკივა.
” ახლა ხდება სწორედ მობილიზაცია, თვით ინიციატივით მოდის ხალხი, ვისაც უნდა რომ დაუდგეს “ქართულ ოცნებას” ისევ გვერდით. ახლა ტყუილ-მართლის გარჩევის დრო არ არის. ხდება მაქსიმალური კონსოლიდაციები”,_განაცხადა ქანთარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის საფრთხე რაც “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ჰქვია, თავიდან აცილებული უნდა იქნეს. “ფეხდაფეხ მოგვდევს ნაციონალური მოძრაობის მატრიოშკა და ეს საფრთხე თავიდან აცილებული უნდა იქნეს”, _განაცხადა ქანთარიამ.