ხვალ, 7 ნოემბერს, 17 საათზე, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივი რეჟიმის მიერ სასტიკად დარბეული 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები აქციას გამართავენ.
_ ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი! დღე, როცა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მომიტინგეებს. უახლესი ისტორიის ეს მძიმე დღე არ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს! ვიკრიბებით ხვალ, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ და მოგიწოდებთ ყველას _ შემოგვიერთდით! _ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, ხელოვნების სასახლის წინ მოეწყობა 7 ნოემბრის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოგამოფენა და ამ დღის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება.
არა ძალადობას!!!