ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი წლის ბოლომდე ბიუჯეტს ვერ შეასრულებს.
ამის შესახებ მამაკაიშვილმა საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატ ბესო ქათამაძის კითხვის პასუხად განაცხადა _ ქათამაძე დაინტერსდა ინფრასტრუქტურის კუთხით რამდენპროცენტიანი შესრულება იყო.
ამაკაიშვილის თქმით, შესრულება 43 პროცენტს შეადგენს.
_ და ორ თვეში დანარჩენს შეასრულებთ? _ იკითხა ქათამაძემ, რაზეც მამაკაიშვილმა უპასუხა, რომ ვერა და წინა წლის მსგავსად თანხა დარჩებათ: _ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 3 მილიონი დაგვრჩება, _ აღნიშნა მამაკაიშვილმა.