ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა საკრებულოს წევრის ლევან თოიძის გახსნებით დაიწყო. დეპუტატებმა კოლეგის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
„ ჩვენ გამოგვაკლდა კაცი, რომელსაც უზომოდ უყვარდა ოზურგეთი. მან უმარავი კეთილი საქმე დატოვა გაკეთებული , რომელიც მუდამ გვემახსოვრება. ლევან თოიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საკრებულოსთვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
საკრებულომ, ლევან თოიძის გარდაცვალების გამო, საკრებულოს წევრის უფლება-მოვალეობის შეწყვეტა, დღეს, სხდომაზე ცნობად მიიღო.