საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა უმუშევრობას ახალისებს, რის გამოც, ახალი სისტემა შეიმუშავეს.
სოციალური დახმარების გაცემის ახალი სისტემის მიხედვით, ოფიციალურად დასაქმების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პირი, დახმარებას მაინც მიიღებს.
„არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სისტემა. ყველა ჩვენი მოქალაქე, ვინც იღებს სოციალურ დახმარებას, თუ ისინი დაიწყებენ მუშაობას და მიიღებენ ოფიციალურ შემოსავალს, მათ არ შეუწყდებათ სოციალური დახმარების მიღება. ისინი 1 წლის განმავლობაში შეძლებენ ამ დახმარების მიღებას, ხოლო მეორე წელს, მათ შეუნარჩუნდებათ არა ფულადი დახმარება, როგორიც არის სხვადასხვა ვაუჩერები, სამედიცინო დახმარებები“,_განაცხადა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.