შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 75 წლამდე მასწავლებელი მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ქვემო ქართლში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. კაცი 25 ოქტომბერს დააკავეს გამოძიება იძულების მუხლით, კერძოდ, სსკ 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
იძულება, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გულისხმობს “ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება”.
ეს დანაშაული, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 18 თვემდე ან გამოსასწორებელი ვადით ორ წლამდე.