პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. გავრცელებული ცნობით პოლიციელებთან შეტაკება მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს პოლიციასთან შეტაკების დროს გავრცელებული ცნობით, ცუდად გახდა ზაზა სარალიძე და მისი დედა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტი მანანა ბეგაძე მოყვანილია სასწრაფოს მიერ აქციიდან. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა მას სათანადო კვლევები და დაახლოებით, ერთ საათში პაციენტი გაეწერება ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ბატონ ზაზა სარალიძესთან გვქონდა ჰიპერგლიკემიის ეპიზოდი. მისი მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის სტაბილური, მასაც ჩაუტარდა კვლევები და ისიც რამდენიმე საათში დატოვებს სტაციონარს“, _ განაცხადა ექიმმა მანანა ლობჟანიძემ.