ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში სოციალური და ჯანდაცვის საკითხთან სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმეზე დახურულ ფორმატში აუდიტის დასკვნა განიხილავენ.
განხილვა ვიცე-მერის კაბინეტში ხდება, მაგრამ თავად ალექსანდრე სურგულაძე არ ესწრება. აუდიტის დასკვნის მოპასუხე მხარეა სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე, განყოფილების უფროსი ნათია ვაშალომიძე, ასევე, ქეთევან სანიკიძე და მარიამ პაპაშვილი. განხილვას ესწრება მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე, აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი მარიკა ნაცვალაძე, აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გერამისე ბოლქვაძე, მდივანი თამილა კიღურაძე.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე თუ რატომ არ უშვებენ ჟურნალისტებს ოთახში, კარებთან მდგომმა დაცვის წარმომადგენელმა გვიპასუხა: “ასე დაგვავალეს“.
ირაკლი სირაძესთან შესვლას, ასევე, ითხოვენ მოქალაქეები.
საკრებულოს წევრმა ლავრენტი ბიგვავამ, ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არის დახურული სხდომა, სადაც აუდიტის დასკვნის მოსმენა ხდება, გვიპასუხა: „შეიძლება, საკრებულოს ზოგიერთი სხდომა იყოს დახურული, მაგრამ აუდიტის დასკვნის მოსმენა არ უნდა იყოს დახურული“.
მედიის უცნობია როდის დასრულდება სხდომა.