ქარელში ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ქარელის სოფელ შაქშაქეთში 2 სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ხანძრის შედეგად სახლის სახურავი -120 მ² ფართობი დაიწვა. მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ქრობის პროცესში, ოთახში აღმოაჩინეს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.