4:2 _ ლიგა 3-ში მოთამაშე ჩოხატაურის “ბახმარომ” მორიგი მატჩი დღეს, საკუთარ სტადიონზე ტყიბულის “მეშახტესთან” გამართა და მორიგი გამარჯვებაც მოიპოვა.
ნიკა ჭკუასელის 2 გოლით, თემურ შარაშენიძის 1 გოლით და ხვიჩა დიდიას ერთი გოლით “ბახმარომ” 3 ქულა დაიმსახურა და დღეისთვის 75 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურელთა გუნდის უშუალო კონკურენტმა “ზუგდიდმა” დღეს ვანში წააგო და ახლა “ბახმაროსა” და ზუგდიდს” შორის მხოლოდ ორი ქულაა სხვაობა.
მომდევნო თამაშს “ბახმარო” 22 ნოემბერს, ზუგდიდში “ზუგდიდთან” გამართავს.
თამაში, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის გამარჯვებულს გამოავლენს 14 საათზე საათზე დაიწება.
_ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის “ზუგდიდთან”. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საჩემპიონო მატჩია და მომდევნო ლიგაში სწორედ ამ თამაშის გამარჯვებული გუნდი გადავა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას “ბახმაროს” მწვრთენმა თემურ ლორიამ, რომლის თქმით, საჩემპიონო თამაშისთვის “ბახმარო” აქტიურად მოემზადება.