ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის შესახებ, რომ ორ ლეგენდარულ მსახიობს, ჯულია რობერტსსა და სანდრა ბულოკს ერთმანეთი სძულთ.
ეს ამბავი უკვე 30 წელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ახალ-ახალი ინფორმაცით საზრდოობს. მსახიობების ფანები ყოველწლიურად იგებენ ახალ მიზეზს იმის შესახებ, თუ რატომ შეიძულეს ერთმანეთი ოსკარის მფლობელმა მსახიობებმა. საბოლოოდ ყველაფერი კი როლებთან მიდის.
არ დაიჯერებთ, მაგრამ რეალურად მსახიობებს სულაც არ სძულთ ერთმანეთი. პირიქით, სანდრა ბულოკმა ერთ-ერთი ჯილდოს მიღების დროს მადლობაც კი გადაუხადა ჯულიას და თქვა, რომ დიდწილად რობერტსის დამსახურებაა ის, რომ მას ასეთი კარიერა აქვს.
არავინ იცის ხუმრობდა თუ არა ბულოკი როცა ამ განცხადებას აკეთებდა, თუმცა მისი სიტყვები რეალობას მოკლებული სულაც არ არის.
როგორც აღმოჩნდა, მსახიობები ამ ჭორებმა დაღალა და გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინათ მითქმა-მოთქმა ამ თემაზე. ვარსკვლავებმა „ორიგინალური“ ნაბიჯი გადადგეს და ერთობლივ კინოსურათში მონაწილეობაზე დათანხმდნენ.
ამერიკული მასმედიის მტკიცებით ამ ეტაპზე პროექტზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. ჯერჯერობით უცნობია ამ კინოსურათის სახელწოდება და როდის დაიწყება გადაღება.