საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 13:00 საათზე სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა. ამის შესახებ ინფორმაცია ცეკოს ვებგვერდზეა განთავსებული.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე შეჯამდება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები. ასევე იმსჯელებენ 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.
ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება.