საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.
პრემიერი გრიგოლ ვაშაძის თანაგუნდელებს რევანშისტებს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი გამარჯვება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
„ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია, შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალურ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესსა და მომავალს“, _აღნიშნა ბახტაძემ.