მოსავლის დაკრეფის და რეალიზების შემდეგ მეციტრუსე ფერმერები ახალი სეზონისთვის იწყებენ მზადებას. მანამდე კი სპეციალისტები 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულ ღონისძიებებს აფასებენ.
აგრო სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, მავნებლის პოპულაციის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მიერ ჩატარებული წამლობები და „მოიზიდე და მოკალი“ სისტემების საშუალებით ბაღლინჯოს რაოდენობის მონიტორინგი.
ლევან ბოლქვაძის განმარტებით, ამ ღონისძიებების შედეგად აჭარის რეგიონში აზიური ფაროსანას რაოდენობა და მისი ზიანი ციტრუსზე შემცირებულია.
მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.