თბილისში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერზე, ზურაბიშვილის ფოტოს ნაცვლად პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.
მმართველ პარტიაში ჯერჯერობით არ აკეთებენ განმარტებას თუ რატომ ჩაანაცვლა საარჩევნო ბანერზე ივანიშვილმა ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში შეცვლილია სალომე ზურაბიშვილის მესიჯიც _ “ერთად საქართველოსთვის” ახლა “პრინციპული არჩევანით” ჩანაცვლდა.