ფონიჭალაში აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა დედისა და მისი 1.2 წლის შვილის ცხედარი იპოვეს.
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.
თბილისის მერის თქმით, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, შემოწმება ჩაუტარდება და დადგინდება, რამდენად უსაფრთხო იქნება სამომავლოდ საცხოვრებლად. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შენობის გამაგრების სამუშაოებს დედაქალაქის მერია განახორციელებს.
ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, საკრებულოსა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებისა და შენობის უსაფრთხოების საკითხს სწავლობენ.