“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევისას ახალგაზრდა ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის გამო. ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახსა და ახლობლებს”,_ამ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფონიჭალაში დღეს მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.
მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, შენობის ნანგრევებში კი მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ქალისა და ბავშვის ცხედრები აღმოაჩინეს.