საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს ოპოზიცია ასაჩივრებს, სახალხო დამცველი კი კითხვის ნიშნებზე საუბრობს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით:„კანონში არსებობს ცალსახა ჩანაწერი კენჭისყრის დღის ვადასთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ამიტომ ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები“.
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლომ განმარტოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
ცნობისთვის, ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დანიშნა და უქმე დღედ გამოაცხადა.