“როგორც იცით, გასულ კვირას, მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო, გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ ვიყო დედაჩემთან და დედაჩემი დავიცვა. ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა”, _ აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გურჯისტანი.
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო საქართველოში არჩევნებამდე დარჩება:
“ამის გამო, არჩევნებამდე ვიქნები და არჩევნებამდე დავრჩები, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა. რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს, ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ მომავალი, ევროპის მომავალი ავირჩიოთ და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით და თავისუფლად, ერთად დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს”, _ ამბობს გურჯისტანი.