“მე ჩამოვედი იმისთვის, რომ დედაჩემი დამეცვა არა მხოლოდ მუქარებისგან, არამედ საერთო სიცრუისგან, რაც ბოლო 2 თვეა მიმდინარეობს- ამის შესახებ ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა “იმედის” გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„დედაჩემი არის ქალი, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა, რომელიც 80-იან წლებში საფრამგეთის დიოლომატიაში იყო და იბრძოდა თავისუფლებისთვის, როდესაც სხვა კანდიდატი იყო საბჭოთა კავშირში და იყო ამაყი საბჭოთა კავშირის დიპლომატიით. ის არის ქალი, რომელმაც საქართველოდან გაიყვანა რუსული ჯარი“,- განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
მანამდე ზურაბიშვილის შვილმა მუქარების შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა.