რამდენიმე წუთის წინ, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მეთორმეტე კლასელი გოგონა გადმოვარდა.
როგორც გვითხრეს, მოსწავლე ფანჯრიდან სელფის გადაღების დროს გადმოვარდა.
ის ამ წუთებში “მედალფას” კლინიკაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.