ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ბიუროს სხდომის დასასრულს, დამსწრეთ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება გააცნო.
“ეს არის უპრეცედენტო საქმე. 31 დეკემბრამდე 600 000 ათასი მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა”, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებას ბიუროს სხდომაზე ტაშით შეხვდნენ.