ოზურგეთელი ბიზნესმენის, ზურაბ გობრონიძის სახლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გობრონიძის სახლში, ჩხრეკა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა:
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.გ.-ს სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”, _ აღნიშნეს “გურია ნიუსთან” საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.