„ესეც არის, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის „ღირებულებების“ კიდევ ერთი გამოხატულება.
ეს არის ის „ღირებულებები“, რომელსაც ეფუძნებოდა ნაციონალური მოძრაობა _ ეს არის შოვინიზმი, ეს არის სიძულვილის ენა და ამას გამოხატავს ნაციონალური მოძრაობა ზოგადად და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი“, _ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის თაობაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა მოშე კლუგჰაფტს “ებრაელი აფერისტი” უწოდა.